понедельник, 18 ноября 2013 г.

ლია ვარძელაშვილის პროექტის პორტფოლიო
პროექტის სანახავად გადადით ბმულზე
მეცხრე დრე 17.11.2013.
განვიხილეთ ჩვენი პროექტები,შევიტანეთ მასში ცვლილებები და შესწორებული ვარიანტი  ავტვირთეთ ლინკზე.დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.დიდი მადლობა დიანას.ვიღებთ ყოველგვარ სიახლეს.

суббота, 16 ноября 2013 г.

                 მერვე   დღე 16.11.20013.
დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები.განვიხილეთ მოდული7.ვიმუშავეთ კითხვების დასმის სტრატეგიებზე.

воскресенье, 10 ноября 2013 г.

                               მეშვიდე დღე
 მოსწავლის ნიმუშები გავუზიარეთ ერთმანეთს.გავარჩიეთ,ვისაუბრეთ შეფასების პროცესში მოსწავლის  ჩართვაზე. განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიები.

суббота, 9 ноября 2013 г.

მეექვსე დღე 9.11.2013
ვიმსჯელეთ თუ  როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს,განვიხილეთ  როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება.პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით შევაფასეთ შექმნილი სასწავლო ნიმუშები.  პროექტის გეგმებში შევიტანეთ საჭირო ცვლილებები.

четверг, 7 ноября 2013 г.

                                                              მეხუთე დღე 2.11.13
გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია,მივიღეთ უკუკავშირი.სტანდარტების  და მიზნების რუბრიკის ნახვა და შედარება ჩვენ პროექტთან. ვისაუბრეთ თუ რამდენად მოერგება ჩვენი პროექტი მოსწავლეთა უნარ ჩვევებს.
ვისაუბრეთ  საავტორო უფლებებზე,გავეცანი ინტერნეტ- საკომუნიკაციო საშუალებებს  და  განვიხილეთ.
განვამტკიცეთ ბლოგზე მუშაობის უნარები .
                                                                                                                                                                                                                    
                                   რა გავლენა აქვს ინტერნეტს ჩვენს გაკვეთილზე ?
 ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს ფართოდ გავშალოთ ჩვენი შემოქმედებითობა მივაწოდოთ სხვადასხვა ინფორმაცია_ თემასთან კავშირში, თვალსაჩინოება. უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოტ გაკვეთილი.

 ჩემი პროექტის პრეზენტაცია.